ფრანგული გამოცემა Butfootballclub.fr წერს, რომ “პსჟ” ხვიჩა კვარაცხელიას აღარ იყიდის და მის ნაცვლად გუნდში სხვა ფეხბურთელს მოიყვანს.
პარიზული გრანდი კვარას ნაცვლად “ლიდს იუნაიტედიდან” სამერვილის ყიდვას შეეცდება, რომელიც 20 მილიონი ევრო ღირს.
როგორც ცნობილია, პარიზული გრანდი ერთი წლით აიღებს პაუზას და ხვიჩას ყიდვას 2025 წლის ზაფხულში კვლავ შეეცდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნაპოლის პრეზიდენტი კვარაცხელიას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ ყიდის.
“პსჟ”-მ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მიმართა ნაპოლის ხვიჩას ტრანსფერის თაობაზე, თუმცა ნეაპოლელების სურვილი და მიზანია ქართველი ვარსკვლავი გუნდში მინიმუმ ერთი წლით მაინც შეინარჩუნონ.
Post Views: 11,944