ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლი კვარაცხელიას არ გაყიდის და მინიმუმ 1 წლით დაიტოვებს გუნდში.
რაც შეეხება “პსჟ”-ს, პარიზულმა გრანდმა კვარაცხელიას ყიდვის თაობაზე ნაპოლისგან რამდენიმე უარის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ხვიჩა მომდევნო წლის ზაფხულს იყიდოს.
თუ ევროპულ გამოცემებს დავუჯერებთ, 90 %-ით კვარაცხელია ნაპოლიში დარჩება და მომდევნო სეზონსაც ნეაპოლელთა რიგებში გაატარებს.
ნაპოლის ბოსის, აურელიო დე ლაურენტისის სურვილია კვარაცხელიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა მიუთითოს.
Post Views: 1,513