იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს, რომ იტალიური “რომა” გიორგი მიქაუტაძის შეძენითაა დაინტერესებული.
როგორც ცნობილია, მიქაუტაძე სატრანსფერო სიის სათავეშია და რომაელების მთავარი მიზანი ქართველი ფეხბურთელის შეძენაა.
“რომას” მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი გიორგის თამაშით აღფრთოვანებულია და სწორედ მისი სურვილია მიქაუტაძე გუნდმა იყიდოს.
თავის მხრივ მიქაუტაძის დამატება ფრანგულ “მონაკოსაც” სურს.
ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
Post Views: 2,882