კვარაცხელიას აგენტების გადაწყვეტილება ცნობილია – რომელ ინგლისურ კლუბებს სურთ ხვიჩას შეძენა

ხვიჩას შეძენა ინგლისურ კლუბებსაც სურთ – ცნობილია საფეხბურთო გრანდების ვინაობა, ვისაც კვარაცხელიას დამატება უნდა

ცნობილი უცხოური გამოცემის HITC-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინგლისის პრემიერლიგის გუნდებიც ინტერესდებიან.

ფრანგული “პსჟ”-ს გარდა, ქართველი ვარსკვლავის დამატება “არსენალს”, “ლივერპულს” და მანჩესტერ “სიტის” სურთ.

როგორც ცნობილია, ნაპოლის ხელმძღვანელებმა კვარაცხელიას ფასი გაზარდეს, რათა გრანდებმა მის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადონ.

ნაპოლის სურვილია ხვიჩა გუნდში მინიმუმ 1 წლით მაინც დაიტოვონ და ხელშეკრულება გაუხანგრძლივონ.

Leave a Comment