“ოსიმენი საუკეთესო მოთამაშეა, ის ჩვენი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. კვარა კარგი ბიჭია…” – რა თქვა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე

“ოსიმენი საუკეთესო მოთამაშეა, ის ჩვენი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. კვარა კარგი ბიჭია…” – რა თქვა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე

ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შესახებაც ისაუბრა.

“ოსიმენი საუკეთესო მოთამაშეა. ის გუნდის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. ჩვენ ვისაუბრეთ და იცის რომ სანამ ჩვენთანაა, საქმის მიმართ სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. მის მომავალზე არ ვფიქრობ, მთავარი დღევანდელი მდგომარეობაა.

ნაპოლის პრეზიდენტი დამპირდა რომ დი ლორენცო და კვარაცხელია დარჩებიან. ეს ორივე კარგი ბიჭია. დი ლორენცოს ავუხსენი რომ ამდენი ხნის ნაშრომი წყალში არ უნდა ჩაეყარა და დავამშვიდე. ის ძალიან იმედგაცრუებული იყო.

ჩვენ შევეცდებით ფეხბურთელების შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ისეთ ფეხბურთელებს გამოვიყენებთ როგორებიც არიან პოლიტანო და კვარა. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ვიცოდეთ ჩვენზე ძლიერ გუნდთან თავი როგორ დავიცვათ” – თქვა კონტემ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ სატრანსფერო ბაზარზე გაძლიერება უკვე დაიწყო. გუნდი დაცვაში გაძლიერდა და მარინი, სპინაცოლა და ბონჯორნო დაიმატა.

Leave a Comment