ანტონიო კონტემ თავისი გაიტანა და მიზანს მიაღწია – ახალი ცნობები იტალიიდან

ანტონიო კონტემ თავისი გაიტანა და მიზანს მიაღწია – ახალი ცნობები იტალიიდან

ნაპოლიმ ოფიციალური ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ რომ გუნდში ჯოვანი დი ლორენცო დარჩება.

გუნდის კაპიტანი გულშემატკივრებს შეპირდა ახალ სეზონში ყველაფერს გააკეთებს ნაპოლისთვის.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სურვილი იყო რომ დი ლორენცო დარჩენილიყო, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ შეუსრულა.

ასევე დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ნაპოლის რიგებში იასპარეზებს

როგორც დი ლორენცო, ასევე კვარაცხელია ანტონიო კონტესთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და მწვრთნელის დიდი სურვილი იყო კლუბი არცერთ მათგანს არ დაეტოვა.

Leave a Comment