საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიონში გადადის.
როგორც ცნობილია, მეცი და ლიონი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და ყველაფერი მალე გაოფიციალურდება.
მიქაუტაძე ლიონში ალექსანდრ ლაკაზეტს შეუწყვილდება, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია.
ლაკაზეტთან თამაშით გიორგი დიდ გამოცდილებას მიიღებს და უფრო დახვეწავს შეტევაში სხვადასხვა კომპონენტებს.
ლაკაზეტი 33 წლის თავდამსხმელია, რომელიც “ლიონის” ლეგენდაა. ის წლების მანძილზე საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ღირსებასაც იცავდა.
Post Views: 732