იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ნაპოლის ვარსკვლავის ვიქტორ ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ “პსჟ” გააქტიურდა ოსიმენის ტრანსფერზე და ნიგერიელი ფორვარდი დიდი ალბათობით ფრანგულ გრანდში ითამაშებს.
ტრანსფერი სავარაუდოდ უახლოეს 10 დღეში შედგება.
ფრანგული კლუბი არ აპირებს 130 მილიონი ევროს გადახდას და ოსიმენის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას და რამდენიმე ფეხბურთელს შესთავაზებს ნაპოლის.
როგორც ცნობილია, ეს ვითარება ანტონიო კონტეს და დე ლაურენტისსაც აწყობთ.
რაც შეეხება კვარაცხელიას, “პსჟ” ხვიჩას შეძენას მომავალ ზაფხულს შეეცდება, რადგან ნაპოლი ქართველი გარემარბის გადყივას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
Post Views: 2,423