იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლი რომელუ ლუკაკუს შეუთანხდმა და ბელგიელი ფორვარდი რომადან სულ მალე ნეაპოლელებს შუერთდება.
ნაპოლიში ვიქტორ ოსიმენის წასვლას ელოდებიან, რომელიც “პსჟ”-ში გადასვლასთან ახლოსაა.
იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ ნაპოლი მზადაა ლუკაკუს ანაზღაურების სახით წელიწადში 7.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ნაპოლის ხელმძღვანელების შეთავაზება კვარაცხელიას წარმომადგენლებისთვის წელიწადში 3.5 მილიონი ევრო იყო.
აღნიშნულს თავად იტალიელი ქომაგები ეხმაურებიან და წერენ რომ ლუკაკუს ამხელა ხელფასი არ ეკუთვნის, კვარაცხელია კი შეთავაზებულზე 2-ჯერ მეტ ანაზღაურებას იმსახურებს.
Post Views: 1,475