საფეხბურთო სტატისტიკურმა და სატრანსფერო გვერდმა “ტრანსფერმარკტმა” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია შემოგვთავაზა.
ამჟამად ყველაზე ძვირადღირებულები ჯუდ ბელინგემი, ერლინგ ჰალანდი, ვინისიუს ჯუნიორი და კილიან მბაპე არიან. ოთხივე მათგანის ფასი სატრანსფერო ბაზარზე 180 მილიონი ევროა.
ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა ლამინ იამალი, რომელიც სულ ახლახანს გახდა 17 წლის, სატრანსფერო ბაზარზე 90 მილიონი ევრო ღირს და მე-19 ადგილს იკავებს.
ხვიჩა კვარაცხელია 80 მილიონი ევრო ღირს და 24-ე ადგილს იყოფს პედრისთან, კოულ პალმერთან, ხავი სიმონსთან, უილიამ სალიბასთან, რუბენ დიაშთან და ნიკოლო ბარელასთან ერთად.
Post Views: 6,878