უცხოურ საიტზე Capology.com-ზე საფეხბურთო კლუბ “ვალენსიას” ფეხბურთელების ანაზღაურებები გამოქვეყნდა.
მოგეხსენებათ, რომ “ვალენსიას” ღირსებას იცავს გიორგი მამარდაშვილი.
ქართველი მეკარე წელიწადში 1 500 00 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ყოველკვირეულად კი მამარდაშვილის ანაზღაურება დაახლოებით 29 000 ევროა.
გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხოსე გაიაა. ესპანელი მცველი გასამრჯელოს სახით წელიწადში 5 830 000 ევროს იღებს, ხოლო კვირაში კი 112 115 ევროს.
გიორგის შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. მამარდას ფასი სატრანსფერო ბაზარზე 45 მილიონი ევროა, რითიც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებადი მეკარეა.
Post Views: 573