“მოგწონთ კვარაცხელია?” – რა პასუხი გასცა ჟურნალისტს ნაპოლის ლეგენდამ დრის მერტენსმა

“მოგწონთ კვარაცხელია?” – რა პასუხი გასცა ჟურნალისტს ნაპოლის ლეგენდამ დრის მერტენსმა

ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა დრის მერტენსმა იტალიურ “გაზეტასთან” კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვას მოსწონს თუ არა ხვიჩას თამაში, ასე უპასუხა :

“ვის არ მოსწონს კვარაცხელია ? ხალხი სტადიონზე სწორედ ასეთი ფეხბურთელების თამაშის სანახავად დადის. კვარაცხელია ქმნის ლამაზ ფეხბურთს და 2023 წლის ჩემპიონობაში დიდი წილი მიუძღვის” – ამბობს მერტენსი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ამჟამად კუთვნილი დასვენებით სარგებლობს და ნაპოლის 25 ივლისს შეუერთდება.

Leave a Comment