“მამაჩემს რომ ხვიჩას თამაში ენახა…” – რას ამბობს დიეგო მარადონას ვაჟი კვარაცხელიას შესახებ

“მამაჩემს რომ ხვიჩას თამაში ენახა…” – რას ამბობს დიეგო მარადონას ვაჟი კვარაცხელიას შესახებ

დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა “Kiss Kiss Napoli”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

 “ვინ მოეწონებოდა მამაჩემს ნაპოლიდან ცოცხალი რომ იყოს ? რა თქმა უნდა ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. დიეგოს უყვარდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან მეგობრობენ და ამიტომაც კვარა მას ძალიან მოეწონებოდა. ხვიჩა ხომ შესანიშნავი ფეხბურთელია” – განაცხადა ინტერვიუში მარადონა უმცროსმა.

Leave a Comment