“ქართველის ფასი დაეცა… რატომ არ უხსნის მწვრთნელი კვარაცხელიას იმას რომ…” – რას წერს Football Italia

ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები – რომელ ადგილზეა კვარაცხელია ამ მომენტისთვის ?

უცხოურ საიტზე Capology.com-ზე ნაპოლის ფეხბურთელების ანაზღაურებები გამოქვეყნდა 2024/2025 სეზონისთვის.

გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც კვირაში დაახლოებით 246 000 ევროს გამოიმუშავებს.

მეორე ადგილზე მატეო პოლიტანოა, მესამეზე კი ჯოვანი დი ლორენცო.

კვარაცხელია ძველი კონტრაქტით ამ მომენტისთვის გუნდში მე-18 ადგილზეა, თუმცა როგორც კი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, ქართველის პირობები შეიცვლება და წლიურად როგორც იწერება, დაახლოებით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ამ მაჩვენებლით კი საუკეთესო ოთხეულში მოხვდება. მოგეხსენებათ, რომ გუნდს დატოვებს ვიქტორ ოსიმენი, მის ნაცვლად კი გუნდში ლუკაკუ მოვა, რომელზეც ვარაუდობენ რომ წელიწადში ხელფასის სახით დაახლოებით 6-7 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ნახეთ ფოტო, სადაც პირველ სვეტში ფეხბურთელების ყოველკვირეული ანაზღაურებაა მოცემული, მეორე სვეტში კი წლიური.

Leave a Comment