ცნობილი ესპანური გამოცემა Relevo იუწყება, რომ “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე შეთავაზება მიიღო.
მამარდაშილის დამატება ერთ-ერთ არაბულ კლუბს სურს. გამოცემა არ ასახელებს კონკრეტული კლუბის ვინაობას, თუმცა წერს რომ მზად არიან ქართველის ნაცვლად “ვალენსიას” 40 მილიონი ევრო გადაუხადონ, თავად მამარდაშვილს კი წარმოუდგენელი ანაზღაურება დაუნიშნონ.
გამოცემა ასევე წერს, რომ მამარდაშვილისთვის პრიორიტეტული ინგლისის პერმიერლიგაა. თუ გიორგიმ სათანადო შეთავაზება არ მიიღო, მზადაა კარიერა ერთი წლით მინიმუმ კვლავ “ვალენსიაში” გააგრძელოს.
Post Views: 1,782