“შეყვიტეთ ეს ყველაფერი!!!” – ვიქტორ ოსიმენის გარემოცვა დუმილს არღვევს

“შეყვიტეთ ეს ყველაფერი!!!” – ვიქტორ ოსიმენის გარემოცვა დუმილს არღვევს

ვიქტორ ოსიმენის აგენტი ფეხბურთელის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს.

„დღეს წავიკითხე ვიქტორის აქეთ-იქით გაცვლის იდეა, თითქოს ის მისატანი ამანათი იყოს. ოსიმენი ნაპოლის ისტორიაში მესამე სკუდეტოს საუკეთესო ბომბარდირია და პატივი ეცით. შეწყვიტეთ ყალბი ამბების გავრცელება.“ – წერს ოსიმენის აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს გუნდში რომელუ ლუკაკუს მოყვანა სურს, თუმცა გუნდს ტრანსფერში ხელს ვიქტორ ოსიმენი უშლის.

ნიგერიელი ფორვარდი ამ დრომდე ნაპოლის რიგებშია და მისი დიდი ანაზღაურების გამო, გუნდი სხვა თავდამსხმელს ვერ ყიდულობს.

Leave a Comment