იტალიური გამოცემის Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში ახალ სეზონს იგივე გასამრჯელოთი დაიწყებს.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე გუნდი კვლავ აპირებს გაძლიერებას და ზაფხულის ბოლომდე მთლიანად ტრანსფერებს დაუთმობს დროს გუნდის ხელმძღვანელობა.
კვარაცხელიას ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები დიდი ალბათობით სექტემბერში დაიგეგმება, როდესაც იტალიის ჩემპიონატი უკვე დაწყებული იქნება.
Post Views: 1,403