იტალიური გამოცემის “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია შაბათს, სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, თასზე “მოდენასთან” აუცილებლად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხვიჩამ დაზიანება მიიღო, რაც შემდგომში სიმართლე არ აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, ანტონიო კონტემ ქართველი ვარსკვლავი უბრალოდ დაასვენა და სწორედ ამიტომ გამოტოვა ვარჯიში კვარაცხელიამ.
Post Views: 2,009