იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას გასხვისებას არასოდეს არ აპირებდა და აგენტის, მამუკა ჯუღელის მოთხოვნებზე დათანხმდება.
როგორც ცნობილია, ნაპოლის ხელმძღვანელობა მზადაა ხვიჩას გარემოცვის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ქართველ ვარსკვლავს ის ანაზღაურება დაუნიშნოს, რასაც მისი აგენტი ითხოვდა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ნაპოლი მხოლოდ 5.5 მილიონ ევროს სთავაზობდა კვარაცხელიას. ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელს კი კვარასთვის წელიწადში 8 მილიონი ევრო სურდა.
მოლაპარაკებები სექტემბერში გაიმართება.
Post Views: 1,699