ნაპოლის სუპერ ტრანსფერი – კვარაცხელიას გუნდში ახალი პარტნიორი მოუყვანეს

ნაპოლის სუპერ ტრანსფერი – კვარაცხელიას გუნდში ახალი პარტნიორი მოუყვანეს

ნაპოლიმ დავიდ ნერეშთან შეთანხმებას მიაღწია და ბრაზილიელი შემტევი სულ მალე ნეაპოლელთა რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხება.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს, რომ კვარაცხელიას და ნერეშის დუეტი ფეთქებადი იქნება და ბრაზილიელის დამატებით ნაპოლის შეტევები უფრო არაპროგნოზირებადი და მრავალფეროვანი გახდება.

27 წლის ნერეშის საუკეთესო პერიოდი “აიაქსს” უკავშირდება, სადაც ნერეშმა 121 მატჩი გამართა და 37 გოლი გაიტანა.

ნერეში ბრაზილიის ნაკრების ღირსებას 2019 წლიდან იცავს და 8 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

Leave a Comment