იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას სრული ნდობა გამოუცხადა და გუნდის ლიდერობა ქართველს გადააბარა.
როდესაც მატეო პოლიტანო მინდორზე არ იქნება, კვარაცხელია გუნდის მთავარი პენალტისტი და საჯარიმოს შემსრულებელი იქნება.
ხვიჩა აქამდე პენალტების შემსრულებელთა შორის სამეულში არ იმყოფებოდა ხოლმე. ამ ადგილებს პოლიტანო, ოსიმენი, და ზელინსკი ინაწილებდნენ.
ზელინსკიმ უკვე დატოვა გუნდი, ოსიმენი კი დღე-დღეზე დატოვებს ნაპოლის.
Post Views: 1,569