ანტონიო კონტემ ვერონასთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასაც შეეხო.
“ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში დაზიანება მიიღო და შეცვლა თავად მოითხოვა.
მისი მდგომარეობა საყურადღებო იყო. მთავარია რომ ამჟამად თავს უკვე კარგად გრძნობს” – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ვერონასთან დამარცხდა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა.
Post Views: 3,390