ნაპოლი კიდევ ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა დატოვა.
პორტუგალიელი მცველი მარიო რუი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.
გუნდის ვიცე კაპიტანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნაკლებ სათამაშო დროს იღებდა და ამასთანავე, მის პოზიციაზე ლეონარდო სპინაცოლა შეიძინეს.
რაც შეეხება გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულს, დავიდ ნერეში უკვე ნეაპოლშია და ბრაზილიელი შემტევი სულ მალე გააფორმებს ოფიციალურად კონტრაქტს კლუბთან.
Post Views: 7,147