საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ახლოსაა, რომ მიმდინარე ზაფხულს ლივერპულს შეუერთდეს.
ამ ეტაპზე, მხარეები შემდეგ პირობებზე თანხმდებიან – მამარდაშვილი პრემიერ ლიგის გრანდს ამ ზაფხულს შეუერთდება, თუმცა 1-წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში დაბრუნდება, სანამ ალისონი ლივერპულს არ დატოვებს.
LaGazzeta.ge–ს ინფორმაციით, თუ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, მამარდაშვილის ლივერპულში კონტრაქტი ასეთი იქნება – 4-წლიანი კონტრაქტი მერსესაიდულ გუნდთან და 4 მილიონი ევრო წელიწადში. ვალენსიაში მამარდაშვილის ამჟამინდელი ანაზღაურება 1.7 მილიონ ევროს შეადგენს.
ამაზე შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ მიღწეულა, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ 1-წლიანი იჯარის პერიოდში, მამარდას იმ ხელფასს, რაც ამჟამად მას ვალენსიაში აქვს, ღამურები გადაუხდიან, დანარჩენ ნაწილს კი ლივერპული.
წყარო : lagazzetta.ge