ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან, – ამის შესახებ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, წელს, ოლიმპიადაზე, მთლიანად დელეგაციას სასწაული გამოსვლა ჰქონდა:
„ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან. ბიჭებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს, რაც ძალიან დასაფასებელი ფაქტია – მადლობა. რაც შეეხება ემოციებს, რაღაც ყველასგან განსხვავებული ემოცია იყო, რადგან ისტორია დაიწერა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ძიუდოს ისტორიაში. ბევრი რეკორდი დამყარდა, მთლიანად დელეგაციას სასწაული გამოსვლა გვქონდა, ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა,”- აცხადებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.