ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
“გვარში მატება გვაქვს – ქვეყნიერებას მოევლინა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟიშვილი” – წერს დარეჯან კვარაცხელია, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ოჯახის ახლობელია.
- ნიცამ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა, ბუნებრივი მშობიარობით. AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელი უყვება, რომ ნიცას მშობიარობას “კვარაც” დაესწრო.
სამშობიაროდან ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია და წერს:
“ექსკლუზივი ჩაჩავას კლინიკიდან – ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი ჯაჯანიძე და ხვიჩა კვარაცხელია…”.
წყარო : Ambebi.ge
Post Views: 578