ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლონიას წინააღმდეგ გოლი გაიტანა და აქტივში ასევე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
ქართველი ვარსკვლავი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ნაპოლის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა და კვარა შეაქო.
“ხვიჩა კვარაცხელიათი ბედნიერი ვარ. მე ვნახე ფეხბურთელი, რომელიც ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია. ის ფეხებზე მყარად დგას და თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია” – განაცხადა კონტემ.
ნაპოლიმ ბოლონია 3:0 დაამარცხა. გოლები დი ლორენცომ, კვარაცხელიამ და სიმეონემ გაიტანეს.
Post Views: 14,606