ნაპოლისა და იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ Canale 5-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კვარას შეუძლია გუნდის ლიდერი გახდეს.
“კვარაცხელია თუ ჯანმრთელია და კარგ ფორმაშია, მას ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ხვიჩას მოედნის კარგი ხედვა აქვს.
კვარას შეუძლია გუნდის ლიდერი გახდეს, ოღონდ კარგი იქნება თუ მსაჯებთან ლაპარაკს მოუკლებს. ეს არც მისთვის და არც კლუბისთვის კარგი არ არის” – ამბობს მაურო.
Post Views: 43,146