ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, პარამკლავჭიდელ ვახტანგ ახობაძეს 5,100 დოლარი შეუგროვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება
“არც ზელეს წკაპუნი ჩერდება ჩემს ტელეფონზე და ვერც მე ვიძინებ : ჩემი ვიდეოს ატვირთვიდან 12 საათში უძლეველმა ამერიკულმა ემიგრაციამ ვახოსთვის შეაგროვა $5,100.00
ქველმოქმედების ამ ტემპმა და მასშტაბმა ყველა რეკორდი მოხსნა.
თქვენ გაგიმარჯოთ, ხალხოოო
სიყვარული გადაგვარჩენს‼️
ძალა ჩვენშია‼️‼️‼️
მადლობა ყველას, ვინც გაავრცელეთ ინფორმაცია, მოაკელით თქვენს ოჯახებს ამ მაგარი ბიჭის გასახარებლად. სიკეთე არსად იკარგება, ასტრონომიულად მრავლდება და მადლი ცას წვდება, მერე უკლებლივ ისევ ჩვენ გვიბრუნდება” | წერს მარინე ძაგნიძე
Post Views: 2,769