გიორგი მამარდაშვილის წარმატებას სოციალურ ქსელში ელენე ეპიტაშვილი ეხმაურება.
როგორც ელენე წერს, ის მეუღლით ამაყობს.
„ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა ვალენსია, ვალენსიელები და ის გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ დიდ სითბოსა და უზარმაზარ მხარდაჭერას გამოხატავდნენ გიოს მიმართ. ვამაყობ, რომ გიო ასეთი შეკრული ოჯახის წევრი გახდა. მე ყოველთვის მემახსოვრება ვალენსია, როგორც ჩემი მეორე სახლი“, – წერს ელენე.
გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად „ლივერპულის“ მეკარეა. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა. გიორგი 1-წლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულს“ კი 2025 წლიდან შეუერთდება.
Post Views: 824