“თუ კვარა ასე გააგრძელებს…” – ჯანლუიჯი ბუფონი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

“თუ კვარა ასე გააგრძელებს…” – ჯანლუიჯი ბუფონი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რამდენიმე თვის წინ გააკეთა კომენტარი.

ჯიჯიმ კვარა შეაქო და თქვა, რომ უძლიერესი ფეხბურთელია.

“კვარაცხელიამ უმალვე მიიქცია ჩემი ყურადღება როდესაც იტალიის ჩემპიონატში გამოჩნდა და მალევე მოახერხა თავის დამკვიდრება. მას ყველა ის თვისება და უნარი აქვს რომ ოქროს ბურთი მოიგოს.

მისი გვარი მბაპეს, ჰალანდის და სხვა მსგავსი ფეხბურთელების გვერდით უნდა ისმოდეს და შესწევს უნარი ამ ფეხბურთელებს კონკურენცია გაუწიოს. კვარა თუ ასე გააგრძელებს, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს” – განაცხადა ბუფონმა.

Leave a Comment