იტალიური calcionapoli24 და Rai წერს, რომ „ალ აჰლიმ“ ოსიმენთან შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწია.
საუბარია 4-წლიან კონტრაქტზე, წლიურად კი ნიგერიელი 40 მილიონ ევროს მიიღებს.
ჯამში ის 160 მილიონს გამოიმუშავებს, თუ კონტრაქტის ბოლომდე საუდის პრო ლიგაში დარჩება.
ოსიმენს კარიერის გაგრძელება ევროპის ტოპ 5 ლიგაში სურდა, თუმცა მის ნაცვლად დიდი თანხა არცერთმა გრანდმა არ გადაიხადა.
როგორც ცნობილია “ალ აჰლის” ოსიმენის შეძენა დაახლოებით 80-85 მილიონი ევრო დაუჯდა.
Post Views: 2,054