“2021 წელს გავხდი შშმ პირი… სპორტმა სულ სხვა თვალით დამანახა ყველაფერი… ჩემი თავი ვიპოვე…” – გაიცანით პარალიმპიადის 19 წლის პრიზიორი ანა ჯაფარიძე

“2021 წელს გავხდი შშმ პირი… სპორტმა სულ სხვა თვალით დამანახა ყველაფერი… ჩემი თავი ვიპოვე…” – გაიცანით პარალიმპიადის 19 წლის პრიზიორი ანა ჯაფარიძე

პარიზის პარაოლიმპიადაზე პირველ დღეს პირველი მედალი პარატაეკვონდოისტმა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ მოუტანა საქართველოს. 52 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ანა პარალიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა, ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებული.

როგორც ანამ წასვლამდე რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, ორი წელია პარატაეკვანდოთია დაკავებული და ამ სპორტში იპოვა საკუთარი თავი. ამ სპორტმა შეახედა ასევე უფრო დადებითი კუთხით იმ მოვლენისადმი, რაც მის ცხოვრებაში მოხდა 2021 წელს, რომლის შემდეგაც ის შშმ პირი გახდა. როგორც ანა ინტერვიუში ყვება, ხელის ამპუტაციიდან ორ თვეში გაიგო პარატაეკვანდოს ჯგუფის შესახებ და მალევე დაიწყო ვარჯიში.

ნახეთ ვიდეო. (ინტერიუ ჩაწერილია პარიზში გამგზავრების წინ)

Leave a Comment