როგორ ეხმაურება იტალიური პრესა კვარაცხელიას თამაშს პარმას წინააღმდეგ – ნახეთ რას წერენ ცნობილი გამოცემები

როგორ ეხმაურება იტალიური პრესა კვარაცხელიას თამაშს პარმას წინააღმდეგ – ნახეთ რას წერენ ცნობილი გამოცემები

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატის მორიგ თამაშში გაიმარჯვა და ამჯერად პარმა დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში (2:1).

ნაპოლიდან გოლები რომელუ ლუკაკუმ და ზამბო ანგისამ გაიტანეს.

ხვიჩა მთელი თამაში აქტიური იყო და სხვადასხვა სტატისტიკური გამოცემებისგან ორივე გუნდში უმაღლესი შეფასება მიიღო. (Sofascore 8.2 ქულა)

ნახეთ რას წერენ ცნობილი იტალიური გამოცემები ხვიჩას შესახებ.

Calciomercato – ყველას წინააღმდეგ თავიდანვე მარტო იყო. ბევრი სახიფათო სიტუაცია შექმნა და ბურთის მოსაპოვებლადაც თავს არ ზოგავდა.

Tuttonapoli – კვარაცხელიამ ლუკაკუს სახით შეიძინა პარტნიორი, რომელიც მას აკლდა. ხვიჩამ მისთვის დამახასიათებელი თამაშის ხარისხი გვიჩვენა.

Tuttomercatoweb – კვარაცხელია პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, მეორე ტაიმში ცოტა ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ლუკაკუმ უშველა.

Leave a Comment