“ნაპოლი” VS “სასუოლო” – სავარაუდო შემადგენლობები

რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში

პრესტიჟული სტატისტიკური და სატრანსფერო გვერდის transfermarkt-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მსოლფიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორის 27-ე ადგილზეა.

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

პორტალის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ჯუდ ბელინგემი, ჰალანდი, ვინისიუსი და მბაპე არიან. მათი ღირებულება 180 მილიონი ევროა.

კვარაცხელიას მსგავსად სატრანსფერო ბაზარზე 80 მილიონ ევროდ შეფასებულები არიან პერდი, კოულ პალმერი, ხავი სიმონსი, უილიამ სალიბა, რუბენ დიაში და ნიკოლო ბარელა.

Leave a Comment