სტატისტიკური გვერდის Sofascore-ს მიხედვით, “ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის რამდენიმე კატეგორიაში მოწინავე პოზიციებზეა.
თამაშში საშუალო შეფასებით კვარა ამჟამად მეორე პოზიციაზეა 8.13 ქულით. ხვიჩა მხოლოდ მარკუს ტურამს ჩამორჩება, რომლის საშუალო შეფასებაც 8.17 ქულაა.
კვარაცხელია მატჩში ყველაზე მეტჯერ ურტყავს კარისკენ. ქართველი თამაშში საშუალოდ 5.7 დარტყმას ახორციელებს, რითიც იტალიის ჩემპიონატში ლიდერია.
კარის ჩარჩოში დარტყმებს რაც შეეხება, ხვიჩა აქაც მოწინავე პოზიციაზეა და მე-3 ადგილს იკავებს საშუალოდ 2 დარტყმით.
წარმატებულ დრიბგლინგებს რაც შეეხება, ქართველი აქაც საუკეთესო ათეულშია და მე-9 ადგილს იკავებს.
გოლს+გადაცემით ამ ეტაპზე ხვიჩა მე-10 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.