გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არის შანსი მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გაახარონ.
„თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე.
თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ის, რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
Post Views: 468