ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებში მორიგი გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწია.
კვარას ანგარიშზე ამჟამად უკვე 17 გოლია და ამ მაჩვენებლით მეორე პოზიციაზე გადავიდა. ხვიჩას მსგავსად 17 გოლი აქვს გატანილი ნაკრებში თემურ ქეცბაიასაც.
ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეა 26 გოლით.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მიქაუტაძემ მე-14 გოლი გაიტანა და მე-4 ადგილზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.
Post Views: 1,045