როდის გამართავს საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას და ვინ იქნება ჩვენი მეტოქე

როდის გამართავს საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას და ვინ იქნება ჩვენი მეტოქე

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე თავის ჯგუფს ლიდერობს 6 ქულით.

ეროვნულმა ნაკრებმა ჯერ ჩეხეთი გაანადგურა, შემდეგ კი ალბანეთი დაამარცხა.

საქართველო მომდევნო შეხვედრას ერთა ლიგაზე უკრაინის წინააღმდეგ გამართავს, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩი წააგეს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

უკრაინისა და საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება. მასპინძელი კი უკრაინა იქნება.

მანამდე ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან.

Leave a Comment