ცნობილია მიზეზი, თუ რატომ შეცვალეს კვარაცხელია ნაადრევად – ვილი სანიოლის განმარტება

ცნობილია მიზეზი, თუ რატომ შეცვალეს კვარაცხელია ნაადრევად – ვილი სანიოლის განმარტება

ვილი სანიოლმა ალბანეთის დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას ცვლილებაზეც გააკეთა კომენტარი.

“პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი მოთამაშე და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ეს აჩვენებს გუნდში არსებული ატმოსფეროს. ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა. ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა.” – განაცხადა ვილიმ.

სწორედ ტკივილების გამო შეცვალა მწვრთნელმა ხვიჩა.

Leave a Comment