“ყველაზე გამაგიჟებელი ფაქტი ის იყო რომ დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე გამთენიას დამესიზმრა და ეს სიტყვები მითხრა” – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი კესარია აბრამიძის შესახებ

“ყველაზე გამაგიჟებელი ფაქტი ის იყო რომ დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე გამთენიას დამესიზმრა და ეს სიტყვები მითხრა” – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი კესარია აბრამიძის შესახებ

მოდელი ნეკა დოროყაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტით ეხმაურება:

„კესო იყო ადამიანი , რომელიც მუდამ გულისხმიერებით გამოირჩეოდა, არასდროს დამავიწყდება. როცა ყველაზე რთულ მდგომარეობაში ვიყავი, მითხრა: „ნეკ შენ ხარ ყველაზე ლამაზი, არ დაიკარგო, სახეს მოუფრთხილდი, ბევრს ნუ იტირებ ნაოჭები გაგიჩნდებაო“. მისი სიტყვები ჩემთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა და ყოველთვის შემახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი მხარდაჭერა იმ დროს ჩემთვის.

მადლობა, კესო, იყავი ჩემს გვერდით და იმედს მაძლევდი მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გვიყვარხარ და მუდამ გიხსენიებთ შენი სიკეთითა და სიყვარულით.

ნანუკა, ყველაზე გამაგიჟებელი იყო ჩემთვის ის ფაქტი , რომ დაკრძალვამდე რამდენიმე სააათით ადრე (გამთენიას) დამესიზმრა სიზმარში, „მივფრინავ სინათლეში არ წამოხვალო?“. ეს თქვა დამემშვიდობა და აფრინდა მართალია წესი არ აუგეს მაგრამ კესომ იცოდა რომ სამოთხეში მიფრინავდა“, – წერს ნეკა დოროყაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის კომენტარებში.

Leave a Comment