“ლიონის” მწვრთნელმა “ტულუზასთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და გიორგი მიქაუტაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
მიქაუტაძემ მოედანზე 67 წუთი გაატარა, შემდეგ კი ლაკაზეტით ჩანაცვლდა.
“მიქაუტაძეს შესვენებაზე ვუთხარი, რომ თუ 200-ჯერ ნათქვამს ვერ გაიგებს, 201-ედ გავუმეორებ. მან წინ გუნდის ინტერესები უნდა დააყენოს და სხვებთან ერთად პრესინგი უნდა ითამაშოს. მიქაუტაძე დაცვასაც უნდა დაეხმაროს.
შესვენების შემდეგ უკეთესად თამაშობდა და როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი გაიგო. იგი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველ ტაიმში. ჩემი აზრით, თუ თანაგუნდელებს მეტად დაეხმარება, თავგანწირვა უკან დაუბრუნდება და ძველებურად შედეგიანი გახდება” – ამბობს “ლიონის” მწვრთნელი საჟი.
Post Views: 3,713