Diddy-სგან დაზარალებული ათასობით ადამიანის მთავარმა ადვოკატმა შოკისმოგვრელი დეტალები გაასაჯაროვა – ნახეთ ამ განცხადებამ მსოფლიო აალაპარაკა

Diddy-სგან დაზარალებული ათასობით ადამიანის მთავარმა ადვოკატმა შოკისმოგვრელი დეტალები გაასაჯაროვა – ნახეთ ამ განცხადებამ მსოფლიო აალაპარაკა

ცოტა ხნის წინ, მსოფლიო მედიაში Diddy-სგან დაზარალებული ათასობით ადამიანის მთავარმა ადვოკატმა, ტონი ბაზბიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალი დეტალები გასაჯაროვდა. მისი და მისი გუნდის თქმით, რეპერის წინააღმდეგ, აშშ-ს მასშტაბით შესულ, 3 800-მდე სარჩელს ამოწმებენ.

„როგორც წესი, მსხვერპლს იტყუებდნენ ისეთ ვითარებაში, სადაც მათ სთავაზობდნენ სასმელს. სასმელში კი სხვა ნივთიერების გარევა ხდებოდა. შემდეგ მსხვერპლზე იწყებოდა სექსუალური ძალადობა, მას უშვებდნენ წრეზე და სანამ სხვა პიროვნებები პროცესს აკვირდებოდნენ, მსხვერპლზე მიმდინარეობდა ყველანაირი ტიპის ძალადობა. ყოველივე ეს ხდებოდა წვეულებებზე ან წვეულებების შემდეგ, ახალი ალბომის პრემიერების შემდგომ წვეულებებზე, ასევე ე.წ. ,,თეთრ წვეულებებზე”. კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც დანაშაულის ჩადენისას 26 წლის იყო, შონ კომბსმა და რამდენიმე პიროვნებამ აეროპორტიდან წაიყვანეს, ავტომობილში მას სასმელი დაალევინეს. მსხვერპლმა მეორე დღეს საშინელი ტკივილებითა და დაზიანებებით გაიღვიძა, აღსანიშნავია, რომ მას წინა დღით მომხდარი მოვლენები არ ახსოვდა. სანაცვლოდ, მას და მის მშობლებს კონტრაქტს დაჰპირდნენ, რომელიც მუსიკალური ალბომის ჩაწერას გულისხმობდა. დადგება დღე, როდესაც ჩვენ არა მარტო Diddy-ს, არამედ ბევრ სხვა ადამიანს დავასახელებთ. სია უკვე ძალიან დიდია“, – განაცხადა ტონი ბაზბიმ.

ადვოკატმა აგრეთვე დაასახელა ნივთიერების სახელწოდება და აღნიშნა, რომ Diddy მსხვერპლის დეზორიენტაციისთვის ცხენების ტრანკვილიზატორს იყენებდა.

წყარო : Fortuna.ge

Leave a Comment