გიორგი გველესიანს ირანულ “პერსეპოლისში” 17 გოლი დაუგროვდა. აქამდე არცერთ სხვა ლეგიონერს ამდენი გოლი ისტორიაში არ გაუტანია ამ კლუბის მაისურით.
ეს მაჩვენებელი კლუბის ლეგიონერებს შორის ისტორიის მანძილზე საუკეთესოა.
აქამდე ეს რეკორდი ინგლისელ უიტლს ეკუთვნოდა, რომელიც ‘პერსეპოლისის” რიგებში გასული საუკუნის 80-იან წლებში ასპარეზობდა და 16 გოლის გატანა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ გიორგი პოზიციით მცველია და მისი ეს მაჩვენებელი რომ ირანული კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო გოლეადორია, ერთი-ორად აღსანიშნია.
Post Views: 6,682