“მა­შინ მე რა­ტომ უნდა ვიყო ამ ნაკ­რე­ბის წევ­რი? ეგ ხომ აბ­სურ­დია, რა­ტომ უყუ­რებთ მა­შინ ფეხბურთს?” – ბუდუ ზივზივაძის ახალმა განცხადებამ მთელი საქართველო აალაპარაკა

“მა­შინ მე რა­ტომ უნდა ვიყო ამ ნაკ­რე­ბის წევ­რი? ეგ ხომ აბ­სურ­დია, რა­ტომ უყუ­რებთ მა­შინ ფეხბურთს?” – ბუდუ ზივზივაძის ახალმა განცხადებამ მთელი საქართველო აალაპარაკა

„პირადად, ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს, ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მჯერა და ასე რომ არ ყოფილიყო, მე იქ არ ვიქნებოდი“, – ამის შესახებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და გერ­მა­ნუ­ლი “კარლსრუ­ეს“ ფეხბურთელმა, „ჯეო თიმის“ მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჯან­სა­ღია, მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცია.

„თუ ვინ­მე არა­სა­ფეხ­ბურ­თო სა­კი­თხის გამო მსჯის, მა­შინ მე რა­ტომ უნდა ვიყო ამ ნაკ­რე­ბის წევ­რი? ეგ ხომ აბ­სურ­დია, რა­ტომ უყუ­რებთ მა­შინ ფეხ­ბურთს? არ უნდა უყუ­რებ­დეთ, თუ გჯე­რათ, რომ თა­მა­შე­ბი მსგავ­სად ჩა­წყო­ბი­ლია.

ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ მე დას­ჯი­ლი ვი­ყა­ვი ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა ან პო­ლი­ტი­კის გამო, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს აღარ უნდა გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ.

პი­რი­ქით, ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჯან­სა­ღია, მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცია. იმ მო­მენ­ტში მწვრთნელ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ გი­ორ­გის უნდა ეთა­მა­შა და შე­დე­გიც და­ვი­ნა­ხეთ, ადა­მი­ა­ნი გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბომ­ბარ­დი­რი და “ჩვენ გვიყ­ვარს ბომ­ბარ­დი­რი“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

Leave a Comment