“მეტოქეს ვაჯობეთ… ყველაფერს მოედნის გაზონს ვერ დავაბრალებთ, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო, კიდევ რა უნდა ვთქვა ? მუდრიკი და კვარაცხელია ? ეს საერთოდ…” – რა თქვა უკრაინელთა ლიდერმა მიხაილო მუდრიკმა მატჩის შემდეგ

უკრაინელთა ლიდერმა მიხაილო მუდრიკმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა :

“ჩვენი თამაშის ჩვენება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები მოვიგეთ და ამ კომპონენტში მეტოქეს ვაჯობეთ.

კიდევ რა უნდა ვთქვა… მუდრიკი და კვარაცხელია – ეს საერთოდ სხვა თემაა. გოლს რაც შეეხება ჩემი სამუშაო შევასრულე და გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც ვიცი. ქართველების მსგავსად ჩვენც უკმაყოფილოები ვიყავით მინდვრის საფარით.

ბევრი ფეხბურთელი გვყავს რომლებიც მინდვრის კარგ საფარზე თამაშობენ, თუმცა ყველაფერს გაზონს ვერ დავაბრალებთ. ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო” – ამბობს მუდრიკი, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

Leave a Comment