75 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, მეცნიერი ქეთი ნემსაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ფაქტს მისი კოლეგები სოცილაურ ქსელში ეხმაურებიან:
თემურ მიქელაძე: „ნახვამდის ქალბატონო ქეთი… ადამიანი, რომელმაც ქართულ პედიატრიაში შექმნა ახალი ეპოქა“.
ივანე ჩხაიძე: „ძალიან სამწუხარო ამბავი ყველა პედიატრის და ყველა ექიმისთვის, უამრავი პაციენტის და მათი მშობლებისთვის. გარდაიცვალა საქართველოს პედიატრთა აკადემიის დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გლობალმედის პედიატრიული კლინიკის დირექტორი, წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი პედიატრი ქეთი ნემსაძე.
Post Views: 1,083