ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო პაოლეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ნაპოლი მზადაა კვარაცხელია ზამთარშივე გაყიდოს.
ამის მიზეზი კი ახალი კონტარქტის გაჭიანურება და გამოსასყიდი თანხის ოდენობაა.
კვარას გარემოცვა და ნაპოლის ხელმძღვანელობა ვერ თანხმდებიან ახალ პირობებზე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაპოლის ქართველი ვარსკვლავის შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული.
მათ შორის : ბარსელონა, იუნაიტედი და პსჟ.
Post Views: 20,635