ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ატალანტას დაუპირისპირდა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
ორი გოლი ლუკმანის ანგარიშზეა, ერტი კი რეტეგიმ გაიტანა.
კვარაცხელიამ მოედანზე 71 წუთი გაატარა და სტატისტიკური გვერდისგან Sofascore-სგან 6.7 ქულა დაიმსახურა.
მატჩში საუკეთესო შეფასება ატალანტას ლიდერმა ადემოლა ლუკმანმა მიიღო. ნიგერიელი შემტევის შეფასება 8.9 ქულა გახლდათ.
კვარაცხელია ბურთს 45-ჯერ შეეხო, მისი პასების სიზუსტე 82 % იყო, ხოლო კარის ჩარჩოში ერთადერთხელ დაარტყა.
Post Views: 3,072