უცხოურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი.
თუ ნაპოლი და კვარაცხელია ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდებიან, ქართველ ვარსკვლავს ზაფხულში არაერთი მსურველი კვლავ ეყოლება.
კავარხცელიას შეძენით ყველაზე დიდ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და ფრანგული პსჟ გამოხატავენ.
როგორც ცნობილია, იუნაიტედის ახალმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ხვიჩა იქნება, ხოლო პსჟ კვლავ მიუბრუნდა კვარაცხელიას და ყველაფერს გააკეთებენ რომ ქართველი ფრანგულ გრანდში 2025 წლის ზაფხულში გადავიდეს.
თავის მხრივ ნაპოლისა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს პერიოდში უნდა შედგეს. მხარეები ანაზღაურებაზე თანხმდებიან, თუმცა კვლავ გაურკვევლობაა კონტრაქტში გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებით.
Post Views: 321